დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. შესაბამისი პოსტი მიშელის „ინსტაგრამ“ გვერდზე განთავსდა.

„დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. წლევანდელი ზაფხული ისტორიული იქნება, იმედიანი და ნათელი“, - წერს შარლ მიშელი. 

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით