„ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში“, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზეგანაცხადა.
„თუ გვინდა ვიმოძრაოთ კრიტერიუმების თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებში აღმოვჩნდებით, რადგან არ ვიცით, ეს რას ნიშნავს. პოლიტიკური პოლარიზაციის შეწყვეტა - დემოკრატია საპარლამენტო პარტიების შეჯიბრს გულისხმობს. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებულები. თქვენ ამის შეწყვეტა შეგიძლიათ, მაგრამ ეს ნიშნავს ერთპარტიულ სისტემას, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს.
ამიტომ, ეს სრულიად გაუგებარია, აუხსნელია. ეს გახლავთ არა კონკრეტული კრიტერიუმი, რომელიც სუბიექტურ თვალსაზრისს ემყარება. თუ ბრიუსელში ვინმე იტყვის, რომ ეს კანონი უნდა შეასწოროთ ესა და ეს გააკეთოთ, ჩვენ მარტივ სიტუაციაში ვიქნებოდით - მთავრობა შესთავაზებდა, პარლამენტი ხმას მისცემდა. ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში. მე შემიძლია, შემოგთავაზოთ პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ ამას ვაკეთებდით და გავაგრძელებთ მომავალშიც. მე ასევე ვთქვი, რომ თქვენ იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. ეს კრიტერიუმები არის ჰაერიდან მოტანილი“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით