ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა თეირანში ვიზიტისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მალე განახლდება. ეს ინფორმაცია ამირ-აბდოლაჰიანმაც დაადასტურა.
- ლავროვი თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა
- მედია: ირანის განცხადებით, ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება ჩიხშია
„JCPOA-ს გარშემო მოლაპარაკებას განვაახლებთ უახლოეს დღეებში... მე ვგულისხმობ, მალე, დაუყოვნებლივ“- თქვა ბორელმა ირანის დედაქალაქში პრეს-კონფერენციის დროს.
2015 წლის ბირთვული შეთანხმება თეირანისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს.
ირანთან მსოფლიოს ექვსი ქვეყნის შეთანხმებას ბირთვულ სფეროში გაუქმების საფრთხე 2018 წელს შეექმნა, როცა აშშ-მ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს, შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და ირანს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ირანმა ამის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენას ემხრობა.