NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO სწრაფი რეაგირების ძალებს მასიურად გააფართოებს.
„ჩვენ მოვახდენთ NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ტრანსფრმაციას და გავზრდით ჩვენი მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 300 000-მდე“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს მადრიდში, NATO-ს სამიტის წინ.
NATO სამიტზე გამოაცხადებს, რომ რუსეთი ალიანსის პარტნიორი აღარ არის და ის საფრთხეა უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, თუ მსოფლიო შეიცვლება, NATO-ც შეიცვლება.
მოსალოდნელია, რომ NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს.
NATO-ს სამიტს ესპანეთი, მადრიდი 2022 წლის 28, 29 და 30 ივნისს უმასპინძლებს.
ცნობისთვის, 25 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სწრაფი რეაგირების ძალებს გამოიყენებს.
რა ამოცანებს უსახავს NATO სწრაფი რეაგირების ძალებს, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.
ასევე, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ალიანსი ისტორიულ საიტზე, წაიკითხეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან.