პრემიერმა საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვის განკარგულებას ხელი მოაწერა

2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება - შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

„მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე აიკრძალოს საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.