ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი

ლიტვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს. 

უწყებაში აღნიშნეს, რომ ლიტვას გაზის ტრანსპორტირების სისტემა 1-ელი აპრილიდან რუსული გაზის იმპორტის გარეშე  მუშაობს. ქვეყნის მოთხოვნას გაზზე სრულად აკმაყოფილებს კალინინგრადის თხევადი გაზის ტერმინალი.

 „ესაა ხანგრძლივი და თანმიმდევრული ენერგოპოლიტიკის და თანამედროვე ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი“- ასე შეფასა ვითარება ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა. 

რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა. 

31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  

ასევე წაიკითხეთ

Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან

რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს