ალიანსი გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას NATO-ს კიბერწვრთნებში ქვეყნის მონაწილეობის გაზრდით, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში დახმარებით. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ახლახან დავასრულეთ შეხვედრა NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან, ევროკავშირთან, საქართველოსთან, ფინეთთან და შვედეთთან, და პირველად, NATO-ს სამიტზე, ჩვენი ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან - ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის რესპუბლიკა.
მე შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას ახალი პაკეტით, რათა დავეხმაროთ საქართველოს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და მედეგობის გაძლიერებაში, მათ შორის NATO-ს კიბერწვრთნებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდით, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში დახმარებით.
ჩვენ ასევე ვგეგმავთ საქართველოში NATO-ს სამოკავშირეო ოფისში დამატებითი პერსონალის უზრუნველყოფას. შემდეგ ჩვენ გვაქვს სხვა ელემენტები, როგორიცაა თბილისში წვრთნისა და შეფასების ცენტრი და სხვა ელემენტები, რომლებსაც შეუძლია საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება.
რაც შეეხება წევრობის საკითხს, ჩვენ ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი, თუმცა რაიმე თარიღს ვერ დავასახელებთ“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ახლა ჩვენ წინაშეა სტრატეგიული კონკურენციის ეპოქა. ჩვენ ასევე მეტს გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. გუშინ მოკავშირეებმა დაამტკიცეს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის აღჭურვასა და გაძლიერებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
- Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან
- NATO: ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით
ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან. მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკა. ჩვენ დავეხმარებით მათ საკუთარი შესაძლებლობების ჩამოყალიბებასა და მათი გამძლეობის გაძლიერებაში. NATO-ს პარტნიორობამ ევროკავშირთან უკვე მიაღწია უპრეცედენტო დონეს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას.
პირველად, მოკავშირეები დღეს შეთანხმდნენ მავრიტანიის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პაკეტზე. ჩვენ დავეხმარებით მათ გაუმკლავდნენ უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის საზღვრის უსაფრთხოებას, არალეგალურ მიგრაციას და ტერორიზმს. მავრიტანიის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს მხარდაჭერას გავამახვილებთ უამრავ ძირითად სფეროზე.
მათ შორის სპეცოპერაციები, საზღვაო უსაფრთხოება და დაზვერვა.
- რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში
- მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა
NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.