საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ესკო-ს ოპერატიული მონაცემებით, ივნისში ექსპორტზე 350.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა. მიწოდება ძირითადად თურქეთისთვის მოხდა - 295.4 მლნ კვტ.საათის მოცულობით, დანარჩენი 54.67 მლნ კვტ.სთ - სომხეთში გავიდა.
ექსპორტის მაჩვენებელი ახლოსაა ელექტროენერგიის ბალანსის ბოლო ცვლილებებთან. 15 ივნისს ბალანსში განხორციელებული ცვლილებით, ივნისში ექსპორტი 347 მლნ კვტ.სთ უნდა ყოფილიყო.
ეკონომიკის სამინისტროს აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელს ექსპორტზე 667,6 კვტ.სთ ელექტროენერგია გავა. მათ შორის, ივლისში 48.5 მლნ კვტ.სთ-ს გატანაა ნავარაუდევი, თუმცა მოლოდინია, რომ მიმდინარე თვეში ექსპორტის მაჩვენებელი დაგეგმილს გადააჭარბებს.