დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია ერთი პირი, თუმცა პოლიცია დეტალებზე არ საუბრობს. მსხვერპლთა რაოდენობა უცნობია.
გადაკეტილია გზა, არ მუშაობს მეტროსადგური. ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო და სახანძრო ეკიპაჟები. თვითმხილველი ამბობს, რომ მსროლელს „სანადირო თოფი“ ეჭირა.