დანიის პოლიციის განცხადებით, კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, ტერორიზმს არ უკავშირდება. 22 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან მალევე დააკავეს.
პოლიცია მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილის ვიდეოები, რომლებიც კვირას საღამოს სოციალურ მედიაში გავრცელდა, ავთენტურია. ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც იარაღთან ერთად პოზირებს, ამბობს, რომ ფსიქოტროპული წამალი არ მოქმედებს და თვითმკვლელობის ჟესტებს იყენებდა.
ცნობისთვის, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.