შვეიცარიის ქალაქი ლუგანო უკრაინის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს მასპინძლობს. კონფერენციაზე ვიდეოჩართვის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენა „მთელი დემოკრატიული სამყაროს საერთო ამოცანაა“. მისივე აზრით, „უკრაინის რეკონსტრუქცია ყველაზე დიდი წვლილია გლობალური მშვიდობის მხარდაჭერაში“.
ლუგანოში ორდღიანი კონფერენცია აერთიანებს რამდენიმე მსოფლიო ლიდერს და არასამთავრობო ორგანიზაციას, რათა შეადგინონ საგზაო რუკა ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის.
უკრაინას რუსეთის შემოჭრის შემდგომ აღდგენის გეგმისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება. ამის შესახებ თავის მხრივ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
ამავე კონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კრემლის მიზანი უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური განადგურებაა. მისი თქმით, რუსეთს სურს, უკრაინას, როგორც სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროს და ამის დაშვება არ შეიძლება.
შეგახსენებთ, უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე 4 ივლისს წარადგენს. უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შვეიცარის ქალაქ ლუგანოში 3 ივლისს ჩავიდა, რათა ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად განიხილოს უკრაინის „მარშალის გეგმა“.
ცნობილია, რომ უკრაინის აღდგენის გეგმაში ევროპელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან.
„ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს.
- დეოკუპაციის შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარება, რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია
- მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს
უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს, 16 ივნისს.