აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, სატელეფონო საუბრისას, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს.
- შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა
- ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული
ალიევმა, აღნიშნა, რომ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით გამართული სამმხრივი შეხვედრები და ამ ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ფარგლებში, საზღვრების დემილიტარიზაცია-დემარკაციისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ხაზების გახსნის საკითხებში, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს.
აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნაღმები, ფართომასშტაბიანი პრობლემაა, რომელიც აზერბაიჯანს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეექმნა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია იმ 4000-მდე აზერბაიჯანელის ბედის გარკვევა, რომლებიც ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ დაკარგულად ითვლებიან.
შარლ მიშელმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის, საზღვრების დელიმიტაციისა და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხაზების გახსნასთან დაკავშირებით.
2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.
2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.