ბელორუსი არ გეგმავს მარცვლეულის ექსპორტზე გატანას. - ამის შესახებ დღეს, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სამინისტროებთან და მხარის გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ლუკაშენკოს განცხადებით, 2022 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში კარგ მოსავალს ელიან. „წელიწადი არაა ცუდი. რუსეთში კარგ მოსავალს ელიან. უკრაინაც ალბათ მოახერხებს რამის მიღებას. ჩვენთან კი, თუ უხამსად არ მოვიქცევით, იმდენ პურს მივიღებთ, რამდენიც გვჭირდება ადამიანებისა და ცხოველებისთვის. რა თქმა უნდა, ხორბალს და სხვა კულტურებს ექსპორტზე არ გავატანთ, თუმცა შეგვიძლია. რაფსის გარდა, ექსპორტზე შეგვიძლია გავიტანოთ სელის სამრეწველო კულტურები. საკმარისი კარტოფილი გვაქვს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.