გაეროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამხედრო მოქმედებების შედეგად, 17 ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამხედრო მოქმედებების შედეგად, 17 დაიღუპა ჟურნალისტი და 14 დაშავდა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.  გაეროს ანგარიში ეფუძნება უკრაინაში ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას, რომელსაც ორგანიზაციამ 11 საველე ვიზიტის მოუყარა თავი.

ინფორმაციისთვის, ორგანიზაციის წამომადგენლებმა 517 დაზარაკებული გამოკითხეს. უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის კონტექსტში) ანგარიში 2022 წლის 24 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდს მოიცავს. გაეროს ცნობებით, 3 ივლისის მდგომარეობით, 4,889 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 335 ბავშვია. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ რეალური მაჩვენებლები არსებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

მოქალაქეების სიკვდილი უმეტესწილად, დასახლებულ პუნქტებში, ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებამ გამოიწვია. მათ შორის, მძიმე არტილერიით დაბომბვამ, როგორიცაა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები, მათ შორის იარაღი, რომელსაც შეუძლია კასეტური საბრძოლო მასალის გადატანა, არაერთხელ იყო გამოყენებული. რუსეთის შეიარაღებული ძალები იგივე მოქმედებებს განაგრძობენ.

„დღემდე, ჩვენ დავაფიქსირეთ 400-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების და საგანმანათლებლო დაწესებულების დაზიანების ან განადგურების ფაქტი, მაშინ როცა რეალური რიცხვი სავარაუდოდ, უფრო მაღალია. დაზიანებულია ან დანგრეულია ათასობით სახლი. ჩვენი ოფისი აღნიშნავს უკრაინის ძალისხმევას, შექმნას კომპენსაციის მექანიზმი, მაგრამ წუხს, რომ შესაბამისი კანონპროექტი გამორიცხავს რუსეთის შეიარაღებული ძალების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების მცხოვრებლებს. ყველა მსხვერპლს უფლება აქვს, თანაბარი ხელმისაწვდომობის საშუალება ჰქონდეს.

2022 წლის 15 მაისის მდგომარეობით, მხოლოდ კიევის რეგიონში 1200-ზე მეტი სამოქალაქო პირის ცხედარია ნაპოვნი, ვმუშაობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ 300-ზე მეტი ბრალდების დასადასტურებლად ისეთ სიტუაციებში, რომლებიც არ იყო დაკავშირებული აქტიურ ბრძოლასთან.

მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავება ფართო მასშტაბებს იძენს რუსეთის შეიარაღებული ძალების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ დავაფიქსირეთ თვითნებური დაკავებისა და გაუჩინარების 270 შემთხვევა. მათგან, 8 გარდაცვლილი იპოვეს.

ჩემმა გუნდმა გადაამოწმა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 28 შემთხვევა, მათ შორის გაუპატიურების, ჯგუფური გაუპატიურების, წამების, იძულებითი საჯარო გაშიშვლებისა და სექსუალური ძალადობის მუქარის შემთხვევები. შემთხვევების უმეტესობა მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მაგრამ ასევე გვაქვს ასეთი საქმეები მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიებზე.

დარღვევების მასშტაბები ჯერ კიდევ არ არის მკაფიო, აქტიური საომარი მოქმედებების, სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ხოლო გადარჩენილებს ხშირად არ სურთ, ან არ შეუძლიათ, შეგვატყობინონ ასეთი დანაშაულების შესახებ. ამ კონტექსტში მივესალმებით უკრაინის მიერ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, - აღნიშნულია გაეროს ოფისის ანგარიშში.