რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ ევროპაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას ამცირებს. რუმინეთში, მიხაილ კოგელნიჩანუს სახელობის საჰაერო ბაზაზე განლაგებული ამერიკელი სამხედროების როტაცია შეწყდება.
„რუმინეთსა და მოკავშირეებს ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობის შეცვლასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს. თავდაცვის სამინისტროს აცნობეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილის შემცირების შესახებ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გლობალური განლაგების გადახედვის პროცესის ფარგლებში“, - აცხადებს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო ვაშინგტონის პრიორიტეტების ცვლილებების გათვალისწინებით და რომ რუმინეთში დაახლოებით 1000 ამერიკელი ჯარისკაცი კვლავაც დარჩება. განცხადებაში ნათქვამია, რომ 1000-დან 1200-მდე ამერიკელი ჯარისკაცი რუმინეთში ერთი თვის წინ ჩავიდა როტაციით და ისინი არ ჩანაცვლდებიან.