ინდონეზიაში, ბალიში G20 საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დახურულ სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეახსენა რუსეთის დელეგაციას, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენს რუს კოლეგებს მინდა, მივმართო: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ უნდა დაუშვათ მარცვლეულის ექსპორტი, ”- განაცხადა ბლინკენმა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამსა და ფოტოსესიაზე უარი თქვეს.
- ბალიზე, G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვთან ფოტოგადაღებაზე უარი თქვეს
- ლავროვი G20-ის მინისტერიალს, ვადაზე ადრე დატოვებს
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა შეიძლება, 50 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. კიევს სურს, რომ თურქეთმა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები გემებისთვის, რომლებიც მარცვლეულს შავი ზღვის გავლით ატარებენ.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.