უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის სოფლის მეურნეობის განადგურების მიზნით, „გააზრებული და ცინიკური სტრატეგია" აამოქმედა.
მისივე განცხადებით, „უკრაინის პორტების ბლოკადამ უკვე გაანადგურა სურსათის მიწოდების გლობალური ჯაჭვები და მავნე ზეგავლენა მოახდინა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. რუსეთი იპარავს უკრაინულ მარცვლეულს და რუსეთი ბომბავს უკრაინულ მარცვლეულს“.
„მათი ბრალდებები ეწინააღმდეგება ძირითად ლოგიკას. როგორ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ დაინტერესებულნი ჩვენი სურსათის ექსპორტის დაბლოკვით, როდესაც ის ჩვენი ბიუჯეტისთვის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითადი წყაროა?!“, - აღნიშნავს კულება.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა შეიძლება, 50 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. კიევს სურს, რომ თურქეთმა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები გემებისთვის, რომლებიც მარცვლეულს შავი ზღვის გავლით ატარებენ.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.