ყაზახეთმა, დამოუკიდებელი თანამეგობრობის ქვეყნების მიერ 1995 წელს, სავალუტო კომიტეტის შესახებ მიღებული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა.
შესაბამის პროტოკოლს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა ხელი, რომელიც ავტომატურად ძალაში შევიდა.
- თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს
- რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა
- ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა
კომიტეტი სახელმწიფოებს შორის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კორდინაციისთვის შეიქმნა. დსთ-ს წევრი ქვეყნების მიერ შექმნილი სავალუტო კომიტეტი, ასევე მიზნად ისახავდა ვალუტის კონტროლის საკითხებში თანამშრომლობასა და კოორდინირებული ქმედებების განხორციელებას.