რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ირანს ეწვევა. სადაც ასევე ირანის და თურქეთის პრეზიდენტებს ებრაჰიმ რაისსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს, რუსული მედიის ცნობით, 12 ივლისს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
- მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს
- ლავროვი თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა
„დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს. მართლაც მზადდება პრეზიდენტის ვიზიტი თეირანში, სადაც „ასტანას პროცესის“ გარანტორი სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრაა დაგეგმილი, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა. ამასთან, პესკოვმა დააზუსტა, რომ თეირანში ვიზიტი 19 ივლისსა დაგეგმილი.