საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody's-მა 14 ივლისს განაცხადა, რომ ბელორუსის საგარეო ვალზე ადგილობრივი რუბლით გადახდები დეფოლტია. ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
- Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა
- S&P: რუსეთმა შიდა ვალზე დეფოლტი გამოაცხადა
- S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა
28 ივნისს მინისტრთა საბჭომ და ბელორუსის ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტეს უცხოური ვალუტის დავალიანება ბელორუსული რუბლით გადაიხადონ.
29 ივნისამდე ბელორუსს უნდა გადაეხადა კუპონი Eurobonds-2027-ზე 22,9 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტით, მაგრამ კუპონი ბელორუსულ რუბლებში გადაიხადა.
კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო, Fitch-მა ბელორუსის გრძელვადიანი რეიტინგის დაქვეითების შესახებ განაცხადა და დაიწყო წინასადეფოლტო საშეღავათო პერიოდი.
13 ივლისს ბელორუსის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იძულებული ვალი ბელორუსული რუბლით დაეფარა, რადგან სანქციების გამო Citigroup-მა და Citibank-მა შეწყვიტეს ქვეყანასთან მუშაობა და გადახდები ევროობლიგაციებზე.
დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ- ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს.
დეფოლტი შეიძლება გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად ტერმინი დეფოლტი სწორედ ქვეყანასთან მიმართებით გვხვდება. ადამიანის ან კომპანიის მიერ ვალის ვერგადახდისას უფრო ტერმინ „ბანკროტს“, იმავე გაკოტრებულს იყენებენ.