შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა

 შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის ინდიანას შტატის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ორი - დაიჭრა.

უცხოური მედიის ცნობით, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელსაც მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მომხდარზე გამოძიებას ინდიანაპოლისის პოლიცია და სხვა უწყებები აწარმოებენ.