აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. ამის შესახებ სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა Trend-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
- აზერბაიჯანის დღის წესრიგშია ევროპაში ენერგომომარაგების გაზრდის საკითხი - SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი
- ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა
„დღეს აზერბაიჯანი ხდება ბევრად უფრო ღირებული ენერგეტიკული პარტნიორი. TANAP-ისა და TAP-ის მშენებლობით აზერბაიჯანი მომავალში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, - განაცხადა ტადიჩმა. ექს-პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სერბეთს აზერბაიჯანთან გაზის შესახებ შეთანხმება ჯერ არ გაუფორმებია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რომ სერბეთი უახლოეს წლებში შეძლებს აზერბაიჯანული გაზის მიღებას.
„ჩემი პრეზიდენტობის დროს ბულგარეთთან ინტერკონექტორის აშენების შეთავაზება და მოხარული ვარ, რომ სერბეთი საბოლოოდ უახლოვდება ამ პროექტის განხორციელებას. ეს არის როგორც ევროპის ქვეყნების, ასევე აზერბაიჯანის ინტერესი. აზერბაიჯანი შეძლებს თავისი გაზის მიწოდებას არა მხოლოდ იტალიისთვის, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში“, - თქვა ტადიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.