საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 558.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.6 პროცენტით მეტია.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.3 პროცენტით გაიზარდა და 1 880.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
TOP 10 პროდუქტი, რომელიც იანვარ-ივნისში საქართველოდან გავიდა:
სპილენძის მადნები და კონცენტრატები (533.1 მლნ. აშშ დოლარი);
ფეროშენადნობები (295.6 მლნ. აშშ დოლარი);
აზოტოვანი სასუქები (165.8 მლნ. აშშ დოლარი);
ყურძნის ნატურალური ღვინოები (99.4 მლნ. აშშ დოლარი);
ელექტროენერგია ( 53.8 მლნ.აშშ დოლარი);
მინერალური და მტკნარი წყლები (44.7 მლნ. აშშ დოლარი);
ოქრო (43.5 მლნ. აშშ დოლარი) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები;
(42.7 მლნ. აშშ დოლარი);
ტრიკოტაჟის ნაწარმი (42.5 მლნ. აშშ დოლარი);
თხილი და სხვა კაკალი (39.3 მლნ. აშშ დოლარი);
დანარჩენი საქონელი (520.0 მლნ. აშშ დოლარი)