ესტონეთის ახალი მთავრობა საქმიანობას შეუდგა. „მთავრობა მზადაა, იმუშაოს მომდევნო რვა თვის განმავლობაში. 2023 წლის მარტში ქვეყნის პარლამენტის არჩევნები იმართება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ეროვნულ ტელევიზიასთან ETV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობას კაია კალასი ხელმძღვანელობს. რეფორმის პარტიიდან პოსტები ჰანო პევკურმა (თავდაცვის მინისტრმა), ურმას კრუზემ (სოფლის მეურნეობის მინისტრმა), კიტ პენტუს-როსიმანუსმა (ფინანსთა მინისტრმა) და სიგნე რიისალომ (სოციალური დაცვის მინისტრმა) დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ წინა მმართველი კოალიცია, რომელშიც შედიოდნენ „ცენტრალური პარტია“ და „რეფორმის პარტია“, რეფორმებზე შეუთანხმებლობის გამო დაიშალა. ახალი კოალიცია 2030 წლისთვის ქვეყანაში განათლების სრულად ესტონურ ენაზე გადაყვანას, მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათების გაზრდას და ელექტროენერგიის ფასების სტაბილიზაციის მიზნით, ელექტროენერგიის შესყიდვის წესების დანერგვას გეგმავს.