საბერძნეთში, ათენის გარეუბანში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ასობით ადამიანი ევაკურებულია

საბერძნეთში, ათენის მახლობლად, მთიან პენტელის ტყის ხანძრის გამო, ოთხი რაიონიდან და ადგილობრივი საავადმყოფოებიდან მინიმუმ 600 ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ Protothema წერს. 

ხანძარი სამშაბათს ნაშუადღევს პენტელის მთაზე, ათენის ცენტრიდან ჩრდილოეთით 27 კილომეტრში გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, დაღამებისთვის ცეცხლი 50 კმ-ის დაშორებით მდებარე კუნძულ ევიადან შეინიშნებოდა.

420-მდე მეხანძრე-მაშველი 85 მანქანის მხარდაჭერით ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც საღამოს რამდენიმე მიმართულებით გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა 80 კმ/სთ სიჩქარის ძლიერმა ქარმა გაართულა.

ხელისუფლებამ ოთხი ოლქის: დრაფის, ანთუზას, დიონისა და დასამარის ევაკუაციის ბრძანება გასცა. მათ ასევე ურჩიეს სხვა რაიონების მცხოვრებლებს  ევაკუაციისთვის მოემზადონ. 

ერთი საავადმყოფო და ათენის ეროვნული ობსერვატორია სიფრთხილის მიზნით ევაკუირებულია. პენტელისკენ მიმავალ გზებზე მოძრაობა შეჩერებულია.

გასულ წელს ტყის ხანძარმა, საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში დაახლოებით 121 000 ჰექტარი ტყე და ბუჩქნარი გაანადგურა. ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაიქსირდა.