შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის კიდევ ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS) გაუგზავნის, რომელიც ოფიციალურად, ამ კვირის ბოლოს გამოცხადდება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
„ეს დახმარება მოიცავს კიდევ ოთხ HIMARS-ის მოწინავე სარაკეტო სისტემას, რომლებსაც უკრაინელები ასე ეფექტიანად იყენებდნენ და რომელმაც ბრძოლის ველზე ვითარება შეცვალა“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები მოხდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინა HIMARS-ს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობების განადგურების მიზნით იყენებს, რითაც რუსეთის სერიოზულ ზიანს აყენებს.
„იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით კამპანიას და ის წარმატებული იქნება. HIMARS-მა ომში თამაშის წესები შეცვალა“, - განაცხადა რეზნიკოვმა Financial Times -თან ინტერვიუში 15 ივლისს.