უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი „ოდესის“, „იუჟნისა“ და „ჩორნომორსკის“ პორტებიდან განხორციელდება, თუმცა კიევი იმედოვნებს, რომ ხორბლის ექსპორტის არეალი გააფართოოს. ამის შესახებ „რადას“ დეპუტატმა რუსტემ უმეროვმა განაცახდა, რომელიც რუსეთთან, თურქეთთან და გაეროსთან "მარცვლეულის" მოლაპარაკებებზე უკრაინას წარმოადგენს.
„ხორბლის ექსპორტი განხორციელდება „ოდესის“, „იუჟნისა“ და „ჩორნომორსკის“ პორტებიდან, მაგრამ მომავალში ვიმედოვნებთ, რომ არეალს გავაფართოებთ. საზღვაო შეიარაღებული ძალების ყველა რეკომენდაცია უნდა შესრულდეს. არის უსაფრთხო დერეფნები, მარშრუტები, რომლებიც ჩვენ განვავითარეთ. სამხედროებთან ერთად ყველა სამოქალაქო გემი გაივლის ამ მარშრუტებს. …. და ყველა გემს, რომელიც თავისუფლად დაიცავს ამ რეკომენდაციებს, შეუძლია მოგვმართოს“, - განაცხადა უმეროვმა.
მან დასძინა, რომ უსაფრთხოების წესების დაცვას მონიტორინგს გაეროს ეგიდით, დაქვემდებარებული მონიტორინგის ჯგუფი გაუწევს, რომელიც სტამბულში განთავსდება.
„ჩვენს წყლებში რუსული ხომალდი არ უნდა იყოს. ჩვენ მათ არ ვენდობით. თუნდაც გაეროსთან გააფორმონ შეთანხმება, ეს აგრესორი ქვეყანაა და სანამ საზღვრებთან არ დაიხევენ, მათი ნდობა არ შეიძლება", - განაცხადა დეპუტატმა.
მისი განმარტებით, კიევმა შეიმუშავა მექანიზმი, რომლითაც მონიტორინგის ჯგუფი იმუშავებს. ჯგუფს ექნება უკრაინის პორტებში შემავალი გემების შემოწმების მანდატი, რათა იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით, რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი.
5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.