ბრაზილიის პოლიცია: კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ რეიდის დროს, 18 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის პოლიციის განცხადებით, კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ რეიდის დროს, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ ფაველას  აკონტროლებდა 18 ადამიანი დაიღუპა.

სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა შორისაა ერთი სამართალდამცველი და ერთი შემთხვევითი გამვლელი. 

როგორც ცნობილია, სპეცოპერაციაში 400 მძიმედ შეიარაღებული სამართალდამცველი, ასევე 10 დაჯავშნილი ავტომობილი და ოთხი ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას.