უკრაინა რუსულ გაზზე ემბარგოს ელის. ამის შესახებ დმიტრო კულებამ უცხოური მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ევროპული ქვეყნების მთავრობებმა უნდა იცოდნენ, რომ პუტინის დაშოშმინება და სანქციების შემსუბუქება არ არის პრობლემების გადაჭრის გზა. ეს არის გზა პრობლემების გამრავლებისაკენ", - აღნიშნა მინისტრმა.
ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
ევროპაში ბუნებრივი აირის მარაგების შევსების მაჩვენებელი 21 ივლისის მდგომარეობით 64 პროცენტია. ევროპა მიზნად ისახავს, ზამთრისთვის გაზის მარაგი შეავსოს, რათა მოსალოდნელ სირთულეებს გაუმკლავდეს.
20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.