გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ცალსახად გმობს უკრაინის პორტ ოდესაში დღეს რუსული მხარის მიერ განხორციელებულ იერიშს. ამის შესახებ უკრაინული მედია ანტონიო გუტერეშის პრესმდივნის მოადგილის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„გუშინ, ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება, რომ უზრუნველყოს უკრაინული მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილება მსოფლიო ბაზრებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ეს პროდუქტები მთელს მსოფლიოში გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლადაა საჭირო. აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის შეთანხმება განხორციელდეს", - აცხადებენ გაეროს პრესსამსახურში.

„შაბათს ოდესაში აფეთქებების ხმა ისმოდა და მტრის დაბომბვის შემდეგ კვამლი ჩანს“, -  სახალხო დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ოდესის პორტში ხანძრის შესახებ იუწყება.

რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა,