უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესის პორტში განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ეხმაურება.
„რაც არ უნდა თქვას და რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, არ შეასრულოს ის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმება არ შეასრულოს.
- უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
- აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.
სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა,