თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებით, თურქეთს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევის მცდელობებში „არსებითი წვლილი შეაქვს“. ერდოღანის თქმით, ანკარა მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი წარმატებაა.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.