ლოს-ანჯელესის პარკში სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სამართალდამცველ უწყებებზე დაყრდნობით NBC News იუწყება.
ქალაქის სახანძრო სამსახურმა მანამდე განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა. არხმა დააკონკრეტა, რომ ინციდენტი მხარეებს შორის გარკვეულ დავამ გამოიწვია.
სროლა პეკ პარკთან მოხდა, სადაც ამ დროს ავტოშოუ იმართებოდა.