კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც სააგენტო „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, დაღუპულებს შორის თავად შეიარაღებული თავდამსხმელიცაა.
როგორც ცნობილია, შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე ხუთ ადგილას გახსნა ცეცხლი და ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალია და ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ადგილობრივი პოლიციელის თქმით, თავდამსხმელი 28 წლის ჯორდან დანიელ გოგინი შემთხვევის ადგილზე დაკავების დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.
რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.