თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭს ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით Anadolu წერს. მისივე ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
სხვა დეტალები არ ვრცელდება. შეხვედრას წინ უძღვის სტამბოლის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი უნდა განახლდეს.
გასულ ოთხშაბათს, ერდოღანი და პუტინი ირანის დედაქალაქ თეირანში შეხვდნენ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისს.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები.
შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ, 23 ივლისს რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.