გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის მიყიდვას ფარულად დათანხმდა. ამის შესახებ Der Spiegel წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 13 ივლისს გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა შეიარაღების მწარმოებელ კომპანიას, Krauss-Maffei Wegmann-ს (KMW) Panzerhaubitze2000-ის ტიპის სისტემის თვითმავალი ჰაუბიცების წარმოების ლიცენზია მისცა. აქამდე, აპრილში უკრაინის მთავრობა KMW-სთან ცდილობდა, გაერკვია, იყო თუ არა შესაძლებელი პროდუქციის პირდაპირ კომპანიისგან შეძენა. KMW-მ უკრაინას შესაბამისი შეთავაზებაც გაუგზავნა.
გერმანული გამოცემა წერს, რომ მათთან KMW-ს წარმომადგენელმა დაადასტურა შეთანხმების შესახებ. მათ იარაღის მწარმოებელი კომპანიიდან განუცხადეს, რომ წარმოების მიღების ნებართვის აპლიკაცია ეკონომიკის დეპარტამენტს 11 ივლისს გაუგზავნეს და ორი დღის შემდეგ დასტური მიიღეს.
KMW-ს სპიკერის თქმით, 100 თვითმავალი ჰაუბიცის ფასი €1.7 მილიარდი იქნება.
მანამდე, გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა.