ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მხარს დაუჭერს გაწევრიანების მოლაპარაკებების რაც შეიძლება ადრე დაწყებას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ამ რთული გზის გადალახვაში. ჩვენ გავაგრძელებთ საექსპერტო მხარდაჭერას და თქვენთან ერთად ვეცდებით ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ნაუსედა კიევს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ეწვია.