ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში ჩავიდა. პრეზიდენტის Twitter-ზე აღნიშნულია, რომ ნაუსედა უკრაინას განსაკუთრებულ დღეს ეწვია, როდესაც ქვეყანა პირველად აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის დღეს.
ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართავს უმაღლესი რადიდან.
პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდას კომენტარზე დაყრდნობით, უკრაინული მედია 26 ივლისს იუწყებოდა, რომ პოლონეთი და ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებენ და პრეზიდენტები ანდჯეი დუდა და გიტანას ნაუსედა კიევში ვიზიტებს გეგმავენ.
ანდჯეი დუდას თქმით, პოლონეთი და ლიეტუვა ასევე გააძლიერებენ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. პოლონეთის და ლიეტივის პრეზიდენტები უკრაინაში ომის პერიოდში აქამდეც იმყოფებოდნენ.