კოსოვოს მთავრობამ, სერბეთთან საზღვრის გადასაკვეთად დროებითი დოკუმენტების გაცემა და კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბთა ავტომანქანების სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეცვლა 1-ელი აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე გადადო.
კოსოვოს მთავრობის გვიან ღამით მიღებულ გადაწყვეტილებას საზღვართან დაძაბულობა უძღიდა. 31 ივლისს, საღამოს, ასეულობით კოსოვოელმა სერბმა სატვირთო ავტომანქანებით გზები ორ სასაზღვრო პუნქტთან გზა გადაკეტა.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იღებენ ვალდებულებას, რომ გადაწყვეტილებების აღსრულება 30 დღით, იმ პირობით გადადონ, რომ საზღვარზე ყველა ბარიკადას აიღებენ და თავისუფალი მიმოსვლა სრულად აღდგება.
გავრცელებული ინფორმაციით, 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს.
შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში.