თეთრი სახლი: ნენსი პელოსის უფლება აქვს, ტაივანს ეწვიოს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, „ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ადრეც იმყოფებოდა ტაივანში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ისევე, როგორც კონგრესის ბევრ წევრი, მათ შორის, წელსაც სტუმრობდა ტაივანს“.

მისივე თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პეკინმა პოტენციური ვიზიტი გადააქციოს რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს საბაბად, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“.

კირბის განმარტებით, თეთრი სახლი მოელის შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ ჩინეთისგან, თუმცა შეერთებული შტატები შეეცდება პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას.

გაეცანით სტატიას


მიუხედავად შეშფოთებისა, რომ გაზრდილმა დაძაბულობამ შეიძლება, გამოიწვიოს არასწორი გათვლა ასეთი ვიზიტის დროს, კირბიმ დაამატა, რომ აშშ-ის მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პელოსის უსაფრთხო მგზავრობა.
Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია.

ნენსი პელოსი მალაიზიას აზიური ტურნეს ფარგლებში ხანმოკლე ვიზიტით ეწვია. მანამდე, მან ტური სინგაპურში ვიზიტით დაიწყო. ამ დრომდე ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანჩი ჩავა. პელოსის ვიზიტი მალაიზიაში, სავარაუდოდ, 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდება. კუალა ლუმპურში ჩასვლამდე მან ერთი დღე სინგაპურში გაატარა.