ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე ტაივანიდან რამდენიმე სახეობის ხილისა და თევზის იმპორტი შეჩერდა.
„იმპორტ-ექსპორტის წესების თანახმად, პროდუქციის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის შესახებ რეგულაციები, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე 3 აგვისტოდან ამოქმედდა. ჩინეთმა ტაივანიდან ციტრუსის, კერძიდ გრეიფრუტის, ლიმონის, ფორთოხლის და გაყინული თევზის ორი სახეობის იმპორტი შეაჩერა“, - აცხადებენ ჩინეთის მთავრობის სპეცილაურ უწყების დეპარტამენტში, რომელიც ტაივანთან სავაჭრო ურთიერთობებს კურირებს.
ამასთან ჩინეთმა ტაივანში ბუნებრივი ქვიშის შეტანა შეაჩერა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა.
პელოსის ვიზიტი ტაივანში, ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო პელოსის ვიზიტი და განაცხადა, რომ იგი სერიოზულად არღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და სამ ერთობლივ დეკლარაციაში მოცემულ ვალდებულებებს, რომლებიც ჩინეთ-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების საფუძველია.