ჩავუშოღლუმ ლავროვთან უკრაინული ხორბლის გადაზიდვისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და რუსეთის ფედერაციის საგარო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს კამბოჯაში შეხვდა. 

ჩავოშოღლუ კამბოჯაში თურქეთი -ASEAN-ის (პარტნიორობისა და სექტორალური დიალოგის მეოთხე სხდომა) ფარგლებში იმყოფებოდა. 

ჩავუშოღლუმ ლავროვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე გაავრცელა: „კამბოჯიდან წამოსვლამე შევხვდი ჩემს რუს კოლეგას ლავროვს. განვიხილეთ უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირების თემა და რეგიონული საკითხები“.

სერგეი ლავროვი კამბოჯაში მიანმარიდან ჩავიდა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.