ჩინეთი ამერიკელი პოლიტიკოსის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს ტაივანის გარშემო. BBC-ის ცნობით, ტაივანმა განაცხადა, რომ ჩინეთი რეგიონში არსებული სტატუს-კვოს შეცვლას ცდილობს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მოკლე, მაგრამ საკამათო ვიზიტით იმყოფებოდა ტაივანში, რომელსაც ჩინეთი სეპარატისტულ პროვინციად თვლის. წვრთნები პეკინის მთავარი პასუხია, თუმცა ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტიც შეაჩერა.
გაეცანით Europetime-ის სტატიას