ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეას ზღვაში რაკეტების გასროლით „მიბაძა“

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთმა კუნძულის მახლობლად მდებარე წყლებში რაკეტების გასროლით ჩრდილოეთ კორეას „მიბაძა“. ტაივანის საგარეო უწყება მკაცრად გმობს ჩინეთის ქმედებებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ერთობლივად დაგმომ ჩინეთის სამხედრო საფრთხე. მან მოუწოდა სხვა ქვეყნებს, განაგრძონ დემოკრატიული ტაივანის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისადმი მხარდაჭერა. 

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაივანი თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს და მჭიდრო კოორდინაციაში იქნება შეერთებულ შტატებთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან.

შეგახსენებთ, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს.

აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პნომპენში, კამბოჯაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გაეცანით Europetime-ის სტატიას