აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით, ძალის გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით, არ შეცვლილა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პნომპენში, კამბოჯაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სტაბილურობა მთელი რეგიონის ინტერესებშია.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერები კამბოჯაში, სამიტზე (ASEAN) შეიკრიბნენ. ASEAN-ის წევრები არიან ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი. სამიტს ფილიპინების პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ASEAN-ის ლიდერები აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, საზღვაო უსაფრთხოების შესახებ თანამშრომლობაზე ცვლიან მოსაზრებებს.
გაეცანით Europetime-ის სტატიას