აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი და შვიდი ზრდასრული.
გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ვერანდაზე გაჩნდა. ამასთან, სამმა პირმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო.
ამ დროისთვის ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.