ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად პაკისტანში სულ მცირე 549 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია 46 200 სახლი.
ამასთან, ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად მეტი სახსრებია საჭირო და დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.