ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სამხედრო სწავლებისას ჩინეთმა ფლოტისა და ავიაციის გამოყემებით, ფაქტობრივად კუნძულზე „იმიტირებული თავდასხმა“ განახორციელა.
უწყების ცნობით, ჩინეთის რამდენიმე გემი და თვითმფრინავი ტაივანის ყურეში, მისიას ანხორციელებდა. ამასთან, რამდენიმემ ტაივანსა და ჩინეთს შორის დემარკაციის არაოფიციალური ხაზი გადაკვეთა.
ამასთან ტაივანის არმიამ, ჩინეთის საპასუხოდ საჰაერო ძალებითა და გემებით პატრულირება დაიწყო და სანაპიროზე ბაზირებული რაკეტები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაივანი თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს და მჭიდრო კოორდინაციაში იქნება შეერთებულ შტატებთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან.
შეგახსენებთ, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნები დაიწყო.
აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პნომპენში, კამბოჯაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გაეცანით Europetime-ის სტატიას