ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეჩერდეს.
„უნდა შეჩერდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპაში ვიზიტი, ესაა პრივილეგია და არ აქვს კავშირი ადამიანის უფლებებთან“, - დაწერა კალასმა Twitter-ზე.
მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ესტონეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეჩერებულია. „რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს გასცემენ, მთელი სიმძიმე რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე - ფინეთზე, ესტონეთსა და ლატვიაზე ნაწილდება“, - ამბობს კალასი.
„დროა შევაჩეროთ რუსეთიდან ტურიზმი“, - განაცხადა კაია კალასმა.