რუსეთიდან ლატვიაში გაზის მიწოდება, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ინფორმაციას სისტემის ოპერატორი Conexus Baltic Grid (CBG) ადასტურებს.
რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ ლატვიაში გაზის მიწოდების შეჩერების შესახებ ივლისში განაცხადა და მიზეზად შესყიდვის პირობების დარღვევა დაასახელა.
დღის მონაცემებით, რუსეთიდან ლატვიაში გაზის მიწოდებამ საათში 43 393 მეგავატი შეადგინა. ამ დროისთვის გაზი ლატვიის ერთიან ბაზარს მიეწოდება და შესაძლებელია ფინეთში, ესტონეთსა და ლიტვაში ტრანსპორტირება.
ლატვია გეგმავს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსულ გაზზე უარი სრულად თქვას.
ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.